სიახლეები

მთავარი

03 თებერვალი, 2026

ხალხური რეწვის შემსწავლელი პროგრამა დასრულდა

პროექტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
 
დაჯილდოების პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში გაიმართა კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვაც.
პროექტის 30 - მდე მონაწილემ სამთვიანი უფასო პროგრამის ფარგლებში შეისწავლა კერამიკის დამუშავება, თექისა და ფარდაგის ქსოვა.
 
სასწავლო პროცესში მონაწილეობდნენ 9 - დან 17 წლამდე მოსწავლეები და სამსახურის მიღმა მყოფი ქალბატონები.
 
პროგრამის მიზანი იყო ხალხური რეწვის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა „მშობლისა და შვილის კლუბი“, სადაც 4 - დან 10 წლამდე ბავშვები შემოქმედებით საქმიანობაში მშობლებთან ერთად იყვნენ ჩართულები. ინიციატივის მიზანი ოჯახური კავშირის გაძლიერება იყო.
 
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ მესამე წელია ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
07 ივლისი, 2026
მერი პროექტ „რანინას“ გამარჯვებულ დავით ლომიძეს შეხვდა
გაიგე მეტი
მთავარი
04 ივლისი, 2026
მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა
გაიგე მეტი
მთავარი
04 ივლისი, 2026
„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით