სიახლეები

მთავარი

29 დეკემბერი, 2025

31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება

31 დეკემბერს გორში, თეატრის მიმდებარედ მოედანზე საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.
 
21:00 საათზე საახალწლო კონცერტს ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფი "Soft wave"გახსნის.
ღონისძიებას 22:00 საათზე ზუკა ხუციშვილის ბენდი გააგრძელებს.
23:30 საათზე მსმენელის წინაშე ანსამბლი "ფორტე" წარსდგება.
 
მოედანზე 00:10 - დან 02:00 საათამდე საახალწლო განწყობას დიჯეი გიგა პაპასკირი შექმნის.
 
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 21:00 საათიდან დაიწყება საბავშვო აქტივობები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები. ღონისძიებაზე მისულ პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
 
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
 
საახალწლო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით იმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით