სიახლეები

მთავარი

04 დეკემბერი, 2025

გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

საქართველოს სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გორში მუნიციპალური ეტაპის შეჯიბრებები ხელბურთის ტურნირმა დაასრულა.
 
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თორნიკე ფხაკაძემ მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად დააჯილდოვა.
სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 
 
პროექტის ფარგლებში ტურნირები გაიმართა რვა სპორტის სახეობაში. გარდა ამისა, შეჯიბრებები მოეწყო მხიარულ სტარტებშიც. გამარჯვებული გუნდები ბრძოლას რეგიონალურ და ზონალურ შეჯიბრებებში გააგრძელებენ.
 
ტურნირები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული.
ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით