სიახლეები

მთავარი

03 დეკემბერი, 2025

შშმ პირების საერთაშორისო დღე

გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები შშმ პირების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

​მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მერიის თანადაფინასებით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობასაც გაეცნენ.

გორის მერიის მხარდაჭერით „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ შშმ პირებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. როგორც წინა წლებში, მიმდინარე წელსაც ბენეფიციარები მერიის დაფინანსებით ეუფლებიან ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნიკას და პარაოლიმპიური სპორტის სახეობას — „ბოჩას“. ასევე, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შშმ პირებმა საზღვაო კურორტზე სარეაბილიტაციო კურსი გაიარეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების სხვადასხვა მიმართულებით გათვალისწინებული დახმარებებით. პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ეტლებით.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტსა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ამჟამად 10-მდე შშმ პირია დასაქმებული.

შშმ პირების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი პროექტები ხორციელდება სოციალური, სპორტული და კულტურული თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში. 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით