სიახლეები

მთავარი

10 ნოემბერი, 2025

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

გორში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.
 
გამარჯვებული გუნდები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, ბურჯანაძის ოჯახის წევრებმა, საფეხბურთო კლუბი „გორის“ წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა დააჯილდოვეს.
 
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.
 
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენებიც.
 
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა, ქართველებთან ერთად, ყაზახეთისა და სომხეთის გუნდებმაც მიიღეს.
 
ღონისძიება საფეხბურთო კლუბი ,,გორისა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 2003 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით