სიახლეები

მთავარი

21 ოქტომბერი, 2025

ფესტივალი "ტანათეძმობა" ბიისში

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილსეთან მიხეილ ფავლენიშვილთან, ადგილობრივებთან და პროექტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ფესტივალ „ტანათეძმობას“ დაესწრო.
 
ფესტივალზე, რომელიც წელს პირველად გაიმართა, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, ადგილობრივი ღვინო, ტრადიციული საკვები, ხელნაკეთი ნივთები, სასტუმროების კუთხეები.
 
პროექტის ფარგლებში მოეწყო ლანდშაფტის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ადგილობრივი ფოტოგრაფების თვალით დანახული ტანისა და თეძმის ხეობა“, გასართობ-საგანმანათლებლო სივრცე პატარებისთვის, სპორტული და გასართობი სივრცეები.
 
ფესტივალის მიზანია ცნობადობის ამაღლება ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიის შესახებ, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტრადიციების გაცნობა/გაზიარება.
 
„ტანათეძმობა“ პროექტის „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარების“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით