სიახლეები

მთავარი

15 ოქტომბერი, 2025

ემეგობრე მუზეუმს

გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში გახსნილი გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და მისმა მოადგილემ მიხეილ ფავლენიშვილმა დაათვალიერეს.

გამოფენა ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის განყოფილების ინიციატივით, 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა.

გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ახალი თანამედროვე ნამუშევრები.

გამოფენა პროექტის „ემეგობრე მუზეუმის“ ფარგლებში ხორციელდება და ის გორში 26 ოქტომბრამდე დარჩება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუზეუმიც დაათვალიერეს და ხელმძღვანელობასთან ერთად, მისი კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით