სიახლეები

მთავარი

25 აპრილი, 2025

სააგენტო მოსახლეობას შინაური ცხოველების სტერილიზაციას უფასოდ სთავაზობს

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო მოსახლეობას შინაური ცხოველების სტერილიზაციას უფასოდ სთავაზობს.
მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 25 აპრილიდან ყოველი კვირის პარასკევს. მოქალაქე იხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს - 19 ლარს. მან თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აქციის ფარგლებში მოხდება ძაღლის და კატის სტერილიზაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, ექიმი - ვეტერინარის კონსულტაცია.
აქციის მიზანია სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ცხოველების რეგისტრაცია.
სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ცხოველის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას.
დაგვიკავშირდით - 599 41 45 49

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით