სიახლეები

მთავარი

16 აპრილი, 2025

პერსონალური ასისტენტი შშმ პირებისთვის

გორის მუნიციპალიტეტი შშმ პირებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობას სთავაზობს.
პერსონალური ასისტენტი არის გადამზადებული პირი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ყოველდღიურად ეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
პერსონალური ასისტენტის სერვისი გულისხმობს:
ყოველდღიურ აქტივობების შესრულებაში დახმარებას
(პირადი ჰიგიენა, ტანსაცმლის ჩაცმა, საკვების მიღება და ა.შ)
სახლის საქმეებში დახმარებას
(დასუფთავება, საჭმლის მომზადება, საყოფაცხოვრებო აქტივობებთან გამკლავება)
საზოგადოებაში ინტეგრაციაში დახმარებას
(ექიმთან ვიზიტები, სოციალური აქტივობებში ჩართვა და დახმარება)
მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სერვისს შშმ პირებს ორგანიზაცია "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" თანამშრომლობით აწვდის.
ცენტრი მომსახურეობის მიწოდებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით უზრუნველყოფს.
სერვისის მიღების მიზნით, შშმ პირებმა უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას. ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან პროგრამაში.
გორის მუნიციპალიტეტი აღნიშნული სერვისის მიწოდებას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით