ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმის შემუშავება დაიწყო
პროექტის „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.
მართვის გეგმის მიზანს ტერიტორიის მდგრადი მართვა, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება და ადგილობრივი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწუყობა წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის, ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და დაინტერესებული მოქალაქეები.
პროექტი „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, მათ შორის ლანდშაფტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის და მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, ეკო-განათლების ხელშეწყობას და დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ინსტიტუციურ გაძლიერებას.
პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზაცია People in Need Georgia ახორციელებს.