სიახლეები

მთავარი

27 მარტი, 2025

სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ავტობუსები გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტმა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ტიპის ავტობუსები გადასცა.
 
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულოედანი, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სპორტულ წრეებში ჩართულ მოზარდებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.
 
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მიულოცეს ახალი ავტობუსები და სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ახალი ავტობუსები მოემსახურება სააგენტოს აღსაზრდელებსა და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, როგორც საქართველოს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
 
სააგენტოში სხვადასხვა სპორტის სახეობას 3 000 - ზე მეტი მოსწავლე ეუფლება.
 
ახალგაზრდა სპორტსმენები გასვლით ტურნირებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით