სიახლეები

მთავარი

24 მარტი, 2025

გორის მერია STEAM მიმართულებით მოზარდებს აფინანსებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „Pascal STEAM Community“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გორის მერია კონკურსის წესით შერჩეულ 10-დან 15 წლამდე ასაკის 30 მოსწავლისთვის კურსს სრულად დააფინანსებას.

პროექტის მონაწილეები 4 თვიანი კურსის ფარგლებში ისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, შექმნიან, ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტებს.

ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების STEAM - ით დაინტერესება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

გორის მუნიციპალიტეტის მერია და „Pascal STEAM Community“ უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. მერიის დაფინანსებით გასულ წელს სრული კურსი 30 მოზარდმა უკვე გაიარა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით