სიახლეები

მთავარი

06 მარტი, 2025

"ახალგაზრდა ლიდერები 2025"

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბაკურიანის ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდნენ.
 
ელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს და ბანაკის პირველი ნაკადის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.
 
პროექტი "ახალგაზრდა ლიდერები 2025" გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის თანამშრომლობით ხორციელდება.
 
ახალგაზრდები ესწრებოდნენ ტრენინგებს სასკოლო თვითმმართველობის განვითარების, პროექტის წერისა და პრეზენტაციის, სოციალური აქტივიზმის, ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების, ინოვაციური ტექნოლოგიების, სტარტაპებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
 
გარდა შემეცნებითი აქტივობებისა, ისინი ჩართულები იყვნენ სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებშიც.
 
პროექტის მიზანია ლიდერული თვისებების განვითარება, პროექტების წერისა და მართვის შესწავლა, საგრანტო პროექტების მოძიება და მათი პრიოეიტეტების განსაზღვრა.
მიმდინარე წელს ბანაკი15 - დან 29 წლამდე ასაკის 80 ახალგაზრდას ორ ნაკადად მასპინძლობს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით