სიახლეები

მთავარი

10 თებერვალი, 2025

ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი

გორის სპორტის სასახლეში, ცოტნე ბარამიძის ხსოვნის II მემორიალური ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, უმცროსი ასაკის ვაჟებსა და გოგონებს შორის.
ტურნირი გორელი მოჭიდავეების გუნდური გამარჯვებით დასრულდა.
 
შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 400-მდე მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა.
 
სპორტსმენები პირველობისათვის ორ ასაკობრივ (2010-2011 და 2012-2013 წწ დაბ) და 21 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.
გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და დიპლომებით.
 
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით