სიახლეები

მთავარი

05 დეკემბერი, 2024

100% - იანი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოება

გორის მუნიციპალიტეტისგან 100% - იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვდნენ.
2024 წლის ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 26 ახალგაზრდამ მოიპოვა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სტუდენტები და მშობლები ესწრებოდნენ.
პროექტი, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად, გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით