სიახლეები

მთავარი

27 ოქტომბერი, 2024

იაკობობა 2024

სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წლის იუბილე აღინიშნა.
საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დაბადებიდან 184-ე წლისთავს მისმა მშობლიურმა სოფელმა ვარიანმა უმასპინძლა.
სოფლის ცენტრში წარმოდგენილი იყო საჯარო სკოლების კუთხეები, უწყვეტად მიმდინარეობდა კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
„დედა ენის“ ავტორი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი იაკობ გოგებაშვილი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.
ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით