სიახლეები

მთავარი

26 სექტემბერი, 2024

სოციალური სერვისები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს.
 
მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით 14 ორგანიზაცია 19 პროექტის ფარგლებში 6 000 - მდე ბენეფიციარს სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს.
 
გორის მერია არასამთავრობო სექტორთან „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.
 
პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
 
პროექტების ბენეფიციარები არიან:
 
შშმ ბავშვები
შშმ პირები
ხანდაზმულები
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები
ვეტერანები
განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები
კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები
 
პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებებია:
 
შინმოვლა
სარეაბილიტაციო კურსები
საყოფაცხოვრებო მომსახურება
სამედიცინო მომსახურება
საკვებით უზრუნველყოფა
მედიკამენტებით უზრუნველყოფა
სასწავლო კურსები
 
პროექტების თანადაფინანსების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 485 400 ლარი გამოიყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით