სიახლეები

მთავარი

02 აგვისტო, 2024

2024 წელს მერია კოტეჯებით 5 უსახლკარო ოჯახს დააკმაყოფილებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ ფლავში ამალია არჩუაძეს ესტუმრა.
მარტოხელა შშმ ქალბატონი ცხოვრებას სულ მალე ახალ კოტეჯში გააგრძელებს.
 
ამალია არჩუაძე ამ დრომდე ავარიულ სახლში ცხოვრობს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში კიდევ ერთი კოტეჯის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
2024 წელს კოტეჯები 5 ოჯახს გადაეცემა.
 
კოტეჯების მოწყობა უკვე დაიწყო და მალე სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ ცხოვრება უკეთეს პირობებში, კეთილმოწყობილ კოტეჯებში გააგრძელონ.
 
უკვე რამოდენიმე წელია გორის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახებისთის რამოდენიმე პროექტს ახორციელებს, ერთ - ერთი კოტეჯების მოწყობას გულისხმობს.
 
პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივად მოხდება უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით