გორში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "მაჩაბელი" გაიხსნა
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელის“ გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო.
პროექტის ფარგლებში, მოწვეული სტუმრები 3 დღის განმავლობაში მასტერკლასებს, გამოფენებსა და ღია ლექციებს ჩაატარებენ. დაგეგმილია ფილმების ჩვენებაც.
გორში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ხელოვანები ჩამოსულები არიან 4 ქვეყნიდან.
პროექტის მიზანია ფოტოგრაფიით, ფოტოხელოვნებითა და ხელოვნების სხვა დარგებით დაინტერესებული ახალგაზრდების ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება.
ფესტივალის დაარსების იდეა გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი სოსიაშვილს ეკუთვნის.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "მაჩაბელი", საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ იმართება.
პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერიაც აფინანსებს.
ხელოვნების ფესტივალი უკვე მესამე წელია იმართება და მისი ორგანიზატორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტია.