სიახლეები

მთავარი

25 ივნისი, 2024

2024-2025 წლისტვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

გაცნობებთ, რომ 2024-2025 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
 
პირველი ეტაპის რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწო და დღეს დასრულდა.
 
პირველ ეტაპზე დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, ვისი და-ძმაც უკვე არის იმავე ბაღის აღსაზრდელი.
მეორე ეტაპის რეგისტრაცია გაგრძელდება 25 ივნისს 12:00 დაიწყება და 5 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი, ვისაც მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უსრულდება 2 წელი.
 
ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: https://staging5.gorikids.ge/
ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.
ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული.
მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.
 
საჭირო დოკუმენტაცია:
 
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
- ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
- ორი ფოტოსურათი (3X4);
- მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
- რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
 
სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს, 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ სააგენტოში (სტალინის გამზ.16), შეავსონ და წარადგინონ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით