დღე : 10
ღამე : 1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

22 მაისი, 2024

24-26 მაისს გორის სპორტის სასახლეში ნუგზარ სხირელის ტურნირი გაიმართება

სახელოვანი მწვრთნელის, ტიტულოვანი სპორტსმენების აღმზრდელის ნუგზარ სხირელის IV მემორიალური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში 24-26 მაისს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.
 
ტურნირი საერთაშორისოა და მასში ქართველ სპორტსმენებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებიც იასპარეზებენ.
 
ღვაწლმოსილი მწვრთნელისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირს, მისი აღზრდილი ტიტულოვანი სპორტსმენების ინიციატივით, 2021 წელს ჩაეყარა საფუძველი.
 
„ნუგზარ სხირელის თასის“ ორგანიზატორია - გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, ტურნირის მხარდამჭერები - ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაცია (UWW) და საქართველოს ჭიდოაბის ეროვნული ფედერაცია.
 
☑️25 მაისი - პირელი საშეჯიბრო დღე
☑️26 მაისი - ფინალური ბლოკი
დასწრება თავისუფალია.
 
გთხოვთ მობრძანდეთ!

სხვა სიახლეები
მთავარი
23 იანვარი, 2025
გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამები 2025

თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს.

გაიგე მეტი
მთავარი
22 იანვარი, 2025
პროექტი 16- დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის

რეგისტრაცია გრძელდება 25 იანვრის ჩათვლით

გაიგე მეტი
ანონსი
17 იანვარი, 2025
საჯარო განხილვა - რუისის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა

2025 წლის 3 თებერვალი, 15:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ურბნისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 3 თებერვალი, 17:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 4 თებერვალი, 12:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 4 თებერვალი, 15:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. შინდისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით