სიახლეები

მთავარი

12 აპრილი, 2024

შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

გორში, შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო.
 
6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები.
 
სარეკრეაციო სივრცეში, რომელიც შინდისის გმირების გზატკეცილს მთელ სიგრძეზე მიუყვება, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები.
 
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 196 000 ლარია.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით