სიახლეები

მთავარი

04 აპრილი, 2024

გორში ახალი „სტრიტარტი“ იქმნება

გორში, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე კორპუსის ფასადზე ორი ახალი მონუმენტური "სტრიტარტი" იქმნება.
 
„ქუჩის ხელოვნება“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრებით სტალინის გამზირზე #2/ა - ში არსებული კორპუსის ფასადის ნაწილი (500 კვადრატული მეტრი) დაიტვირთება.
 
კორპუსის სამხრეთ ფასადზე განთავსდება „ქართული სუფრა“. ნახატზე გამოყენებული იქნება გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ქართული სუფრის ორნამენტები, რაც ტრადიციული ხელოვნების მეტი პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
 
ჩრდილოეთ ფასადზე დაგეგმილია გორში დაბადებული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის პორტრეტის მოხატვა.
 
ინიციატივის მიზანია ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაცია, ქალაქში არსებული ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნა.
 
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.
 
"სტრიტარტი" "გორელ ფოტოგრაფთა კლუბის" საავტორო პროექტია.  
 
 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით