სიახლეები

მთავარი

02 აპრილი, 2024

ნაწრეტში სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი ჭაბურღილი ეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ნაწრეტში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ჭაბურღილი მოემსახურება ორ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას.

პროექტის დასრულების შემდეგ ობიექტი ნაწრეტში მცხოვრებ 260 ოჯახს და ქვემო შავშვებში მცხოვრებ 95 ოჯახს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.

პროექტი ნაწრეტში სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

გარდა ამ სოფლისა, წყლის სისტემების მოწყობა გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში ტირძნისსა და ზერტში დაიწყება.

მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლით მოსახლების 95% იქნება უზრუნველყოფილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით