სიახლეები

მთავარი

01 აპრილი, 2024

მშვილდოსნობის ტრადიციული ჩემპიონატი მოეწყო

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში მშვილდოსნობის ტრადიციული ჩემპიონატი მოეწყო.
 
ღონისძიებაში გორელებთან ერთად მონაწილეობდენენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და შშმ პირები.
 
აქტივობა მოეწყო „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, რომელთანაც გორის მერია „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში წლებია თანამშრომლობს.
 
პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში შშმ პირების ჩართულობით სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები იმართება. ინიციატივის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.
 
 
პროექტის მხარდამჭერები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია „სოკარი", "ტოიოტა კავკასია" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. ინიციატივის გენერალური სპონსორია „აჭარაბეთი“"

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით