სიახლეები

მთავარი

26 მარტი, 2024

შეხვედრა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ აღსრულების საკითხებს გაეცნენ.
 
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ასევე იმ ახალი გამოწვევების განხილვა რაც ამ ეტაპზე აქტუალურია.
 
აქცენტი გაკეთდა თამბაქოს ახალი პროდუქტების (ელექტრო სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო) მასობრივი გავრცელების პრობლემაზე და იმ კანონდარღვევებზე რაც მათ მოხმარებას უკავშირდება.
 
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ახალი პროდუქტების რეკლამის გახშირებულ შემთხვევებზე და მათზე რეაგირების გზებზე.
შეხვედრა გაიმართა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით