სიახლეები

მთავარი

14 მარტი, 2024

"დღის ცენტრში" ღონისძიება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენლები დღის ცენტრს სტუმრობდნენ.

დღის ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებს საკუთარი შესრულებით სკეტჩები წარმოუდგინეს.

"დღის ცენტრი" გორში პროექტის "ღირსეული სიბერე" ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელსაც 2018 წლიდან ასოციაცია "თანხმობასთან" ერთად გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში 33 ხანდაზმული ცენტრში სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობს, მათ შორის სამედიცინო და ფსიქოლოგიური კონსულტაციებით, კომპიუტერული მომსახურებით. ბენეფიციარები ჩართულები არიან სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით წრეებსა და აქტივობებში.

 

პროექტის „ღირსეული სიბერე“ მიზანია ხანდაზმულების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია, რაც გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით