სიახლეები

მთავარი

13 მარტი, 2024

გორის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს "ქართული რეწვა დასაქმებისთვის" იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი გოგოებისა და ქალებისთვის იწყებს ახალ პროექტს - "ქართული რეწვა დასაქმებისთვის".
 
პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გოგოები და ქალები 17 წლიდან, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში გაივლიან თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო სამთვიან კურსს.
 
პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ კურსის ფარგლებში დამატებით განივითარონ დასაქმების კომპეტენციები პარტნიორი ორგანიზაციის " კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის"  პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში.
 
აღნიშნული კურსის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისა და გოგოებისთვის ახალი საქმიანობის შესწავლით (კერამიკა, თექა, ფარდაგების ქსოვა) დასაქმების შესაძლებლობების გადაცემა.
 
კურსის გავლის შემდეგ, საქმიანობის საწყის ეტაპზე კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ თექის, კერამიკის და ფარდაგების პროტოტიპები და ნიმუშები ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში, უსასყიდლოდ დაამზადონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღია ბაზრობებში.
 
გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო კურსდამთავრებულებს დაეხმარება მონაწილეობა მიიღონ მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებში.
 
კურსის მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
მონაწილეობის აუცილებელი კრიტერიუმებია: 
  •  აპლიკანტი უნდა წარმოადგენდეს გორის მუნიციპალიტეტს
  • იყოს მინიმუმ 17 წლის (და მეტი) გოგო/ქალი
  • კურსის მიმდინარეობის პერიოდში არ მუშაობდეს
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით
 
ონლაინ აპლიკაციის ბმული  -   https://shorturl.at/hFHM3
 
საკონტაქტო პირი: ნინი აბალაკი
ტელ: +995 574 112913

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით