გამოფენა - გაყიდვა ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში
ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამოფენა - გაყიდვა გაიმართა.
გორის სამხატვრო სკოლამ მუნიციპალიტეტში მოღვაწე მეწარმე ქალბატონებს უმასპინძლა.
წარმოდგენილი იყო ქართული კულტურა, როგორც კერძების, ასევე ხელნაკეთი ნივთების სახით.
ღონისძიებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა, გორის მერის მოადგილე, ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ.