სიახლეები

მთავარი

08 თებერვალი, 2024

შინდისის გზატკეცილზე სარეკრეაციო ზოლის რეაბილიტაცია იწყება

გორში, შინდისის გმირების გზატკეცილზე არსებული დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
 
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი 7 თებერვალს გამოაცხადა.
საპროექტო ტერიტორიის ფართობი 6 790 კვადრატული მეტრია.
 
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 196 000 ლარია.
 
სარეკრეაციო სივრცეს, რომელიც შინდისის გმირების გზატკეცილს მთელ სიგრძეზე მიუყვება, ერთ მხარეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, მეორე მხარეს კი საგზაო ინფრასტრუქტურა ესაზღვრება.
 
პროექტის მიხედვით მოეწყობა:
 
 
საბავშვო სივრცეები
ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები
მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები
გარე მოხმარების სავარჯიშო მოწყობილობები
გარეგანათება
სარწყავი სისტემა
დეკორატიული ღობე
გაზონი
სკამები
ურნები
წყლის სოკოები
ფანჩატურები
დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები
 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით