სიახლეები

მთავარი

05 თებერვალი, 2024

ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი

გორში პირველად ჩატარდა ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში უმცროსი ასაკის მოჭიდავეთა შორის.

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ტურნირს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, მწვრთნელები, ტიტულოვანი სპორტსმენები და ცოტნე ბარამიძის თანაგუნდელები, როგორც საქართველოდან ისე ყაზახეთიდან.

ცოტნე ბარამიძე ტიტულოვანი მოჭიდავე იყო, რომელმაც სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო.
ცოტნე ბარამიძე სამწუხაროდ, გასულ წელს, ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ, წელს პირველად ჩატარდა ტურნირი, რომელიც ტრადიციული გახდება და ყოველ წელს გაიმართება.

ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლაში გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით