სიახლეები

მთავარი

30 იანვარი, 2024

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი ევროკავშირის გორის რეგიონალური ოფისის უფროსს ჯესიკა როტმანსა და მის მოადგილეს მარტინ კურას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი ქალთა საერთაშორისო დღეს დაგეგმილი ღონისძიება იყო, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ქალბატონების მონაწილეობას გამოფენა - ბაზრობის მოწყობას და მათ ხელშეწყობას.

8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება ევროკავშირის გორის ოფისის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით გაიმართება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მდგომარეობასა და იქ მიმდინარე პროექტებზე.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტში აქტიური და მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით