სიახლეები

სიახლეები

27 აპრილი, 2018

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო

"გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო" გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული არასამეწარმეო (არაკომერციული), სააგენტო დდაგენილი უფლება- მოვალეობებით უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწოყობასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას. სააგენტოს ამოცანებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება, მოსახლეობისგან და ორგანიზაციებისგან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და   უტილიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სანიაღვრე არხების, გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება;მუნიციპალური შადრევნების,   სკვერების, მოსაცდელებისდა სპორტული მოედნების  მოვლა - პატრონობა.  ზამთრის სეზონზე ქუჩების მოვლა-შენახვის განხორციელება, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების მოვლა-პატრონობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების, პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად ტექნიკური სამუშაოების განხორციელება.  მუნიციპალიტეტის იერსახეზე ზრუნვა, საჭირო ღონისძიებების გატარება. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების საცხოვრებელი სახლების გამაგრება/რეაბილიტაცია.

საჭიროების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარემოს და ბუნებათსარგებლობის , მრავალფეროვნების , გადაშენების საფრთხის წინაშე და იშვიათი სახეობების შენარჩუნების და გაუმჯობესების მიზნით სარგავი მასალის (ნერგის) გამოყვანის უზრუნველყოფა. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებული ტერიტორიების სპეციალური გამოკვლევა და აღდგენა, ახალი ნერგების განთავსება და არსებული ნერგების მორწყვის გადაბელვის, გასხვლის და სხვა გამწვანებით-მოვლითი სამუშაოების განხორციელება. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების  მოვლა - პატრონობა, სარიტუალო მომსახურება , სასაფლაოების დახურვა  და ახალი სასაფლაოების გახსნა კანონმდებლობის შესაბამისად. 

ქუჩების განათება, შენობის დეკორაციების მინათება, გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია (შეკეთება, გამოცვლა, მონტაჟი) და მასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ორგანიზების განხორციელება.

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: 

Ø გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ადმინისტრაციული განყოფილება

Ø გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის განყოფილება

Ø გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სასაფლაოების მოწყობისა და  მართვის განყოფილება

Ø გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს  დასვენების პარკი "ახალბაღი"

Ø გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს  პარკირების განყოფილება

Ø გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს  გარე განათების განყოფილება

Ø გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ტრანსპორტის განყოფილება

Ø გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სამშენებლო სარეაბილიტაციო განყოფილება

Ø გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების განყოფილება

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ცხინვალის გზ/ტკ II  კმ

ს/კ: 418471068

დირექტორი:  გიორგი ბარჯაძე

მობ: 555 55 45 88

E-mail: ketilmowyoba.gori@gmail.com

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით