
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

25 იანვარი, 2024
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
ამ პროგრამის ფარგლებში 2024 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
ადგილობრივებთან შეხვედრებზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გარდა ამ პროგრამით გათვალისწინებული პროექტებისა, მოსახლეობის სხვა საჭიროებებსაც ეცნობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 24 იანვარს დაიწყო და 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ძველით ახალი წლის აღსანიშნავად სოფელ ტყვიავში გაიმართება კონცერტი.
გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.
31 დეკემბერს გორში, თეატრის მიმდებარედ მოედანზე საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.