სიახლეები

მთავარი

09 იანვარი, 2024

გორში მგზავრებს ხვალიდან დამატებით 2 ახალი ავტობუსი მოემსახურება

გორის მოსახლეობას ხვალიდან დამატებით ორი ახალი ავტობუსი მოემსახურება.
 
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დამატებით სარგებლობაში, კიდევ ორი ახალი EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსი გადაეცა.
 
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან ერთად გორის ტრანსპორტის სააგენტოს ავტოპარკში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები სააგენტოს თანამშრომლებსაც შეხვდნენ.
 
სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჯირკველიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით არსებულ მარშრუტებს დაემატება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო მომსახურებას.
 
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
 
ახალი ავტობუსები რეგიონებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გადაეცათ. „ისუზუს“ ფირმის სატრანსპორტო საშუალებები ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით