სიახლეები

მთავარი

07 იანვარი, 2024

ალილოს მსვლელობა გორში

გორში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილოს მსვლელობა მოეწყო.
 
მსვლელობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მისი მოადგილე ბექა ლობჟანიძე შეუერთდნენ. მათ მახარობლებს შობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
 
სადღესასწაულო მსვლელობა გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხვევით დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა.
 
მეუფე ანდრიას გადაწყვეტილებით შეგროვებული საშობაო ნობათი უპოვართა სასადილოს გადაეცემა.
 
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღდგა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით