სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "გორი"

გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "გორი" გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული არაკომერიცული (არასამეწარმეო) იურიდიული პირია, კლუბი დადგენილი უფლება-მოვალეობებით ახორციელებს ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას,  ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა და დაოსტატება, ძირითადი გუნდისა და საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის მოთამაშეების მომზადება, ინტელექტუალური და საფეხბურთო განათლების დონის ამაღლება, საერთაშორისო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის მიღება, მასობრივი ფეხბურთის განვითარების  ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მისი პროპაგანდა.

საერთაშორისო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩასატარებელ საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობისთვის უეფას ან/და ეროვნული ლიცენზიის აღება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - განვითარება უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად;

კლუბის სტრუქტურული ერთეულებია:

Ø ფეხბურთის გუნდი გორი

Ø გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლა

Ø თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: გორი,გურამიშვილის ქ. N5

ს/კ: 417874973

დირექტორის მ/შ: გიორგი ბასილიძე 

E-mail: fc.gori@yahoo.com

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით