სიახლეები

მთავარი

30 ნოემბერი, 2023

გორმა "ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის" სტატუსი მიიღო

გორის მუნიციპალიტეტს პირველად "ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის" სტატუსი მიენიჭა.
 
ჯილდო გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა გადასცა.
 
აღნიშნული სტატუსი გორის მუნიციპალიტეტმა პროექტის „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარების” ფარგლებში მიიღო.
 
გორის მერია პროექტში 2021 წელს ჩაერთო, ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა თანმიმდევრული აქტივობებით შეძლო ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც შედეგზეც აისახა.
ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში დაინერგა ინვესტორთა მომსახურების თანამედროვე სტანდარტები, მომზადდა საინვესტიციო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
შესაბამისი საინფორმაციო მასალა განთავსდა როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ასევე პროექტით გათვალისწინებულ ყველა ელექტრონულ პლატფორმაზე.
 
პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.
 
პროექტი „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარება” პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური დახმარების ფონდისა და საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
 
სამივე სახელმწიფო უწყება მოპოვებული სანდოობის საერთაშორისო სტატუსით 2027 წლამდე ისარგებლებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით