სიახლეები

მთავარი

17 ნოემბერი, 2023

გორს ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა.
 
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დელეგაციის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
ჩეხმა სტუმრებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით საკუთარი გამოცდილების შესახებ. გორის მერმა მათ გააცნო მუნიციპალიტეტის საინვესტიციო, ტურისტული და ეკონომიკური შესაძლებლობები.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ პერსპექტიულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.
 
გორს სტუმრობდნენ ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რადიმ სრშენსი, ჩეხი ექსპერტი თომას პაველკა, ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა და ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორს თეონა რობაქიძე.
 
მერთან ერთად სტუმრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე თარხნიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით