სიახლეები

მთავარი

16 ნოემბერი, 2023

გორელი ახალგაზრდები ოლიმპიურ მუზეუმს სტუმრობდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახალგაზრდებთან ერთად, ოლიმპიურ მუზეუმს სტუმრობდა.
 
სტუმრებმა დაათვალიერეს ახალ ოლიმპიურ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები და საინფორმაციო მასალა. გაეცნენ ოლიმპიზმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებსა და ქართველი ოლიმპიელების წარმატებებს.
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს მუზეუმში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა უმასპინძლეს.
 
ახალგაზრდებს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ლერი ხაბელოვმა სპორტის როლსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
 
ჩემპიონებმა მოზარდებს საკუთარი წარმატებების ისტორიები უამბეს. შეხვედრის დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა სპორტულ თემატიკაზე და გამარჯვებულებს სეოკ-ის მიერ გამოცემული ოლიმპიური ლიტერატურა გადაეცათ.
მუზეუმში სტუმრობის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდებს ბოულინგის ცენტრში უმასპინძლა.
 
პროექტი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და მოზარდების სპორტით კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას ისახავდა მიზნად, საზოგადოება "ბილიკთან" თანამშრომლობით განხორციელდა.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით