სიახლეები

მთავარი

31 ოქტომბერი, 2023

საოკუპაციო ხაზთან სოფელ მეჯვრისხევში ბაღი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში, საოკუპაციო ხაზთან, საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ამ დრომდე სოფელში საბავშვო ბაღი არ არსებობდა.
 
მეღვრეკისის ბაღი ერგნეთში მცხოვრებ პატარებსაც მოემსახურება.
 
ახალი ბაღი გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ახალი შენობა ორსართულიანია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
 
მეღვრეკისის საბავშვო ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, მოწყობილია ეზო ატრაქციონებითა და ფანჩატურებით.
 
მეღვრეკისის საბავშვო ბაღი 3 ჯგუფზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაღში 70 - მდე აღსაზრდელი ირიცხება.
 
ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.
 
თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ბაღი ცოტა ხნის წინ მეჯვრისხევშიც გაიხსნა.
 
საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია - მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით