სიახლეები

მთავარი

13 ნოემბერი, 2023

სოფელ ნიქოზში პროექტი "მეურნეობა" გაიხსნა

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ინოვაციური სასათბურე პროექტი „მეურნეობა“ გაიხსნა.
ღონისძიება პროექტის ავტორებმა, სასათბურე მეურნეობის ექსპერტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ერთობლივად საზეიმოდ გახსნეს.
ღონისძიების გახსნისას მოსწავლეებთან ერთად სიმბოლურად დაირგო მარწყვის სანერგეები.
 
პროექტი ინოვაციურია და მიზნად ისახავს ბავშვებისთვის სამეურნეო საქმიანობის, მისი მართვისა და განვითარების შესწავლას.
 
ახალგაზრდები არაფორმალური გზით მიღებენ საჭირო ცოდნას, რომლიც დაეხმარება მათ სამეწარმეო უნარების განვითარებასა და სწორ პროფესიულ ორიენტაციაში.
საწარმოდან მიღებული შემოსავალით იგეგმება სკოლისა და მოსწავლეების განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტების დაფინანსება.
 
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინასების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
 
კიდევ ერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტი განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფები ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდამჭერი ორგანიზაციის სტატუსით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნიქოზის სკოლას და პარტნიორ ორგანიზაციებს.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა.
 
პროექტი მადლიერების კამპანიას Thankyou.ge და ქართული „ქრაუდფანდინგ“ პლატფორმასთან Fundraiser.ge თანამშრომლობით ხორციელდება.
აღნიშნული ორგანიზაციები ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის ეტაპობრივად არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელებას გეგმავენ.
 
 
 

 

 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით