დღე : 12
ღამე : 3
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

13 ოქტომბერი, 2023

გორს ლიეტუვასა და პოლონეთის დელეგაციები სტუმრობდნენ

გორის მთავარ დღესასწაულს ,,გორის დღე 2023“ და "ღვინის ფესტივალს" გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ოჟიშისა (პოლონეთი) და უთენის (ლიეტუვა) წარმომადგენლები დაესწრნენ.
დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ ოჟიშის მერი ზბიგნევ ვლოდკოვსკი და უთენის ვიცე-მერი დაივა პეციონე.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებთან ერთად, მიმდინარე პროექტები განიხილეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ოჟიშის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით უკვე ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სისტემაში პოლონეთის წარმატებული გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება.

პროექტის ფარგლებში გორში სტუმრად იმყოფებოდნენ პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვარმინსკო-მაზურის რეგიონის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ექსპერტები.

საქმიან ვიზიტთან ერთად ოჟიშისა და უთენის დელეგაციებმა მონაწილეობა მიიღეს ,,ღვინის დღისა“ და ,,გორის დღე 2023-ის“ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, დაათვალიერეს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, გაეცნენ ღვინის წარმოების ტრადიციას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორულ ცეკვებს. სტუმრები ნუგზარ სხირელის საერთაშორისო ტურნირს ,,Skhireli Cup” -ის საზეიმო გახსნასაც დაესწრნენ.

გარდა ამისა, ოჟიშისა და უთენის დელეგაციის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გასაცნობად დაათვალიერეს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, ატენის სიონი, გორის ციხე და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს გორის ბაგა-ბაღები, ადგილობრივი ოსტატის გივი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნო-მუზეუმი და გორის გოგონათა გუნდის რეპეტიციასაც დაესწრნენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერია დამეგობრებულ ქალაქებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 იანვარი, 2026
13 იანვარს ჯგუფი "ურსა" სოფელ ტყვიავში კონცერტს გამართავს

ძველით ახალი წლის აღსანიშნავად სოფელ ტყვიავში გაიმართება კონცერტი.

გაიგე მეტი
მთავარი
12 იანვარი, 2026
ახალი წელი ახალ საცხოვრებელში

გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.

გაიგე მეტი
მთავარი
29 დეკემბერი, 2025
31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება

31 დეკემბერს გორში, თეატრის მიმდებარედ მოედანზე საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით