სიახლეები

მთავარი

14 ივლისი, 2023

გორის მუნიციპალიტეტის მერი ბიისის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ბისის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრო.

ამ ეტაპზე, ბანაკი ახალგაზრდების პირველი ნაკადს მასპინძლობს.

პროექტის ბენეფიციარები სწავლობენ საველე პირობებში ცხოვრებას და მონაწილეობას იღებენ ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.

მიმდინარე წელს ბანაკი 14 - დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ექვს ნაკადს მიიღებს. ისინი ბიისში 5 დღეს რჩებიან.

ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჯამში 420 ახალგაზრდა დაისვენებს.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით