სიახლეები

მთავარი

11 ივლისი, 2023

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ყაზახეთის დელეგაციას უმასპინძლა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ყაზახეთის დელეგაციას უმასპინძლა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ყაზახეთის დამსახურებულ მწვრთნელს ნურგაზ ჟარილგაპოვს, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონ სერიკ საპიევს, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძამის დაცული ლანდშაპტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მაყაშვილი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობასა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. გორის მუნიციპალიტეტის მერმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ყარაღანდასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

ყაზახეთის წარმომადგენლები გორში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირს დაესწრნენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით