სიახლეები

მთავარი

03 ივლისი, 2023

პროექტში "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" გორელმა მონაწილეებმა ზიპლაინისა და პეინტბოლის ინტეგრირებულ ჩემპიონატებში მიიღეს მონაწილეობა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გორელმა მონაწილეებმა ზიპლაინისა და პეინტბოლის ინტეგრირებულ ჩემპიონატებში მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრებებს ბორჯომის ადაპტირებულმა საველე ბანაკმა უმასპინძლა. პროექტში საქართველოს მასშტაბით 200 -მდე შშმ პირი იყო ჩართული.

მიმდინარე წელს გორელებმა გამარჯვება პროექტის ფარგლებში გამართულ სამ სპორტის სახეობაში - ბოულინგში, მინი გოლფსა და და ჯომარდობაში მოიპოვეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შშმ პირების მონაწილეობით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ტარდება.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

პროექტს „ახალგაზრდული მედიაკავშირი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს. მისი გენერალური სპონსორი კი „პლატფორმა ინიციატივაა“.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით