სიახლეები

მთავარი

29 ივნისი, 2023

გორის გუნდმა გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ინტეგრირებულ ჩემპიონატში გამარჯვა

გორის გუნდმა პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ინტეგრირებულ ჩემპიონატში გამარჯვეს.
 
გარდა ჯომარდობისა, გორელმა პარასპორტსმენებმა და ვეტერანებმა მშვილდოსნობის ტურნირშიც მიიღეს მონაწილეობა.
 
გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები, დიპლომები და მედლები.
 
ღონისძიებას, რომელსაც ბორჯომის საველე ბანაკმა უმასპინძლა, 200 - მდე მონაწილე ჰყავდა.
 
გარდა აღნიშნულ სპორტის სახეობაში მოპოვებული გამარჯვებისა, პროექტის გორელმა მონაწილეებმა ბოულინგში ჯგუფურ, ხოლო მინი გოლფში ინდივიდუალურ წარმატებასაც მიაღწიეს.
 
პროექტს ტრადიციული ხასიათი აქვს. ის ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.
 
ღონისძიება, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა, „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით გაიმართა.
 
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, პარასპორტსმენების მონაწილეობით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ტარდება.
 
პროექტიის მხარდამჭრი და სპონსორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით