სიახლეები

მთავარი

27 ივნისი, 2023

სოფელ გორიჯვარში, ე.წ ,,კაკლების“ ტერიტორიაზე საპიკნიკე სივრცე გაიხსნა

 

 

სოფელ გორიჯვარში, ე.წ "კაკლების" ტერიტორიაზე საპიკნიკე სივრცე გაიხსნა.

ღონისძიებას გორის მუნიციპლაიტეტის მერთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სტრატეგიული განვითარების სააგენტოს, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები და სასკოლო ტურისტული კლუბების წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სასკოლო ტურისტული კლუბების წევრების ტურიზმის განყოფილების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა შემეცნებით - გასართობ აქტივობებში ჩაერთნენ.

საპიკნიკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით მოეწყო.

აღნიშნულ სივრცეში მოეწყო მაგიდები, სკამები, ფანჩატური და საცეცხლური, ასევე მოპირკეთდა წყარო.

ე.წ. "კაკლების" ტერიტორიაზე ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობს გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას.

 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით