სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო

ა(ა)იპ "მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო" გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, დადგენილი უფლება-მოვალეობებით სააგენტო უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მიუსაფარი“ ცხოველების იზოლირებისა და სატრანსპორტო  საშუალებების  მოძრაობის შედეგად დაღუპული ცხოველის გვამების სპეციალურ ადგილებზე გატანა-დამარხვისათვის.

სააგენტოს მიზნებია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა.

სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის მომენტისათვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან „საჭდით“ (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო (პირველადი რეგისტრაცია, რეგისტრაცია ცხოველზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ნაყარის მიღებისა და ნაყარის გასხვისების ფაქტის რეგისტრაცია, საკონტროლო რეგისტრაცია და სხვა, ამ წესით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემები) და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების  გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის მიწოდება ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელ. მისამართზე ელექტრონული სახით.

სააგენტო უზრუნველყობს ცხოველთა ევთანაზიას  იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია დაადგენს:

ა) აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;გ) ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან; დ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს; ე) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს; ვ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად, ზ) ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში).

6. ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდგომაც დასაშვებია ცხოველის ლეშის დამარხვა, კრემაცია, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, პათანატომიური გამოკვლევა.

ააგენტოს ეკრძალება ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: დახრჩობა, გაგუდვა, მოწამვლა, ელექტრო მუხტის გამოყენება, მექანიკური დაზიანების მიყენება, იძულებითი შიმშილი, წყურვილი, პნევმატური იარაღის გამოყენება, სხვა არაჰუმანური მეთოდები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: გორი, ანწუხელიძის N1

ს/კ: 417879399

დირექტორი: ბაქარ გიუნაშვილი

მობ: (+995) 574 44 24 41 

E-mail: trampdogs@gmail.com

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით