გორის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი "ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვაშენებთ მომავალს" გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი "ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვაშენებთ მომავალს" გრძელდება.
პროექტში ჩართულები არიან სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრები 9 - დან 17 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები.
არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ტარდება სახელოვნებო, ციფრული, სპორტული აქტივობები და ინტელექტუალური თამაშებში.
ინიციატივის მიზანია, ახალგაზრდების საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბება.
პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, არასამთავრობო ორგანიზაცია ბეთლემი ახორციელებს.